"იუნაიტედი" საშინელ სვლას განაგრძობს და ანტირეკორდებს ამყარებს » სპორტის ხაზი

"იუნაიტედი" საშინელ სვლას განაგრძობს და ანტირეკორდებს ამყარებს

"იუნაიტედი" საშინელ სვლას განაგრძობს და ანტირეკორდებს ამყარებს
9-11-2023, 23:56
Aa Aa
გაზიარება:

მანჩესტერ იუნაიტედი კატასტროფულ სვლას განაგრძობს, "წითელი ეშმაკები", ჩემპიონთა ლიგის მატჩში, კოპენჰაგენთან (4-3) დამარცხდნენ და ეს შედეგი ანტისარეკორდო აღმოჩნდა.

"წითელმა ეშმაკები" სეზონის პირველ 17 შეხვედრაში უკვე მეცხრედ დამარცხდნენ, ასეთი შემთხვევა კი ბოლოს 1973-1974 წლების სეზონში დაფიქსირდა და იმ წელს გუნდი ჩემპიონშიფში დაქვეითდა.

მანჩესტერელებმა ჩემპიონთა ლიგის 4 მატჩში 3-ჯერ წააგეს, პრემიერ ლიგის 11 ტურში 5-ჯერ დამარცხდნენ, კარაბაოს თასს "ნიუკასლთან" შეხვედრაში გამოეთიშნენ, მაშინ როცა 3:0 განადგურდნენ,

ამ დროისთვის, "მანჩესტერ იუნაიტედი", პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში კი ბოლო ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი