თარიღი ცნობილია - როდის იბრძოლებენ ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქამრისთვის » სპორტის ხაზი

თარიღი ცნობილია - როდის იბრძოლებენ ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქამრისთვის

თარიღი ცნობილია - როდის იბრძოლებენ ილია თოფურია და ალექსანდრ ვოლკანოვსკი ქამრისთვის
9-11-2023, 21:02
Aa Aa
გაზიარება:

ილია თოფურია პირველი ქართველი გახდება, რომელიც MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში, UFC-ში საჩემპიონო ბრძოლას ჩაატარებს.

დაუმარცხებელი ქართველი მებრძოლის (14 გამარჯვება, 0 მარცხი) მეტოქე ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ავსტრალიელი ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

UFC-მ ბრძოლის ჩატარების თარიღიც გამოაცხადა. ცნობილია, რომ ქართველი და ავსტრალიელი 2024 წლის 18 თებერვალს იჩხუბებენ UFC 298-ზე. ჯერ უცნობია ქალაქი, რომელიც დაპირისპირებას უმასპინძლებს.

35 წლის ვოლკანოვსკიმ ოქტომბერში მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრის მოგებაც სცადა, თუმცა აბუ დაბიში ისლამ მახაჩევთან პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამარცხდა. მას ქვემსუბუქ წონაში (13 გამარჯვება, 0 მარცხი) კარიერაში წაგება ჯერ კიდევ არ აქვს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.