"ამის გარდა, ჩემი ფეხბურთელებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს" - რუდი გარსია გასულ მატჩზე » სპორტის ხაზი

"ამის გარდა, ჩემი ფეხბურთელებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს" - რუდი გარსია გასულ მატჩზე

"ამის გარდა, ჩემი ფეხბურთელებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს" - რუდი გარსია გასულ მატჩზე
9-11-2023, 13:27
Aa Aa
გაზიარება:

გასულ ღამეს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მორიგი ტურის შეხვედრები შედგა, "ნაპოლისა" და "უნიონ ბერლინის" დაპირისპირება ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩის შემდეგ "პარტენოპეის" მთავარმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, შეხვედრა შეაფასა.

"გოლი დაშვებული შეცდომის შემდეგ გავუშვით. შედეგით იმედგაცრუებული ვარ, რადგან მოგება შეგვეძლო და ამას ვიმსახურებდით კიდეც. მომენტები გვქონდა, მაგრამ მეტოქე გუნდის მეკარემ რამდენიმე დარტყმა მოიგერია, თუმცა მათ ბურთი ძელს მოარტყეს. გაშვებული გოლის გარდა, ჩემი ფეხბურთელებისთვის სასაყვედურო არაფერი მაქვს.

მადრიდში ქულების მოსაპოვებლად წავალთ. აქ, მათ წინააღმდეგ ჩატარებულ მატჩში, ვაჩვენეთ, რომ რეალის დონეზე თამაში შეგვიძლია.

დღეს ჩვენი შანსები უნდა გამოგვეყენებინა და ზედმეტად არ უნდა გაგვერისკა."
- რუდი გარსია

კვარაცხელიას გუნდს 4 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-2 იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი