გერმანული კარლსრუეს ქართველი ფორვარდი ბუდუ ზივზივაძე გუნდის ვარჯიშზე დაშავდა - ადგილობრივი მედიის მტკიცებით, ბუდუ თანაგუნდელს, მეკარე აკი კოხს შეეჯახა და მოედნის დატოვება მოუწია.
საბედნიეროდ, მოგვიანებით გაირკვა, რომ სერიოზული არაფერი ყოფილა და ქართველი ფეხბურთელი გუნდურ ვარჯიშებში მონაწილეობას ჩვეულებრივად შეძლებს, მაქსიმუმ ბუდუს ერთი ვარჯიშის გამოტოვება მოუწიოს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის ფორვარდმა სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო და პირველივე მატჩში, ნიუნბერგთან ჰეთ თრიკი შეასრულა.