ფინალში თურქი დაამარცხა! - სანდრო ბაზაძე ფარიკაობის მსოფლიო თასის ჩემპიონია » სპორტის ხაზი

ფინალში თურქი დაამარცხა! - სანდრო ბაზაძე ფარიკაობის მსოფლიო თასის ჩემპიონია

ფინალში თურქი დაამარცხა! - სანდრო ბაზაძე ფარიკაობის მსოფლიო თასის ჩემპიონია
24-05-2025, 18:49
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ხმლით მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, მადრიდში სენიორებს შორის გამართული მსოფლიო თასის ტურნირი მოიგო. ფინალურ შეხვედრაში მან თურქი ენვერ ილდირიმი დამაჯერებლად, 15:8 დაამარცხა.

ბაზაძემ ტურნირში მონაწილეობა T64 ეტაპიდან დაიწყო. პირველ ეტაპებზე დაამარცხა იტალიელი, რუმინელი და ჩინელი ფარიკავეები, რის შემდეგაც მეოთხედფინალში გავიდა. მან რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანი 15:9 სძლია.

ნახევარფინალში სანდრომ კორეელ მეტოქეს 15:13 აჯობა და ფინალში გასვლით ისტორიული წარმატება დააგვირგვინა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი