საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა » სპორტის ხაზი

საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა

საქართველოს ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა
16-01-2025, 22:46
Aa Aa
გაზიარება:

IHF-ის თასზე ჯგუფის მესამე შეხვედრაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა დიდი ბრიტანეთი 33:25 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თამაში თავიდან თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, პირველი ტაიმი ჩვენმა ჭაბუკებმა მინიმალური ანგარიშით, 15:16 დათმეს.

თუმცა ქართველებმა ბრიტანელების წინააღმდეგობა მეორე ტაიმში მაინც გატეხეს და საბოლოოდ მეტოქე რვა ბურთის სხვაობით დაამარცხეს.

ქართელლებიდან 8-8 ბურთით ბომბარდირები ალექსანდრე შიოშვილი და დავით გრიშიკაშვილი გახდნენ.

საქართველოს ნაკრები 17 იანვარს ნახევარფინალში მოლდოვასა და ბულგარეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ალექსანდრე შიოშვილი 8 გოლი

დავით გრიშიკაშვილი 8

დავით ხელისუფალი 5

ვახტანგ ხარებაშვილი 5

ნიკოლოზ მამულაშვილი 3

გიორგი მაზანიშვილი 1

საბა ფუტკარაძე 1

საბა ბუიღლიშვილი 1

გიორგი კაპანაძე 1

ალექსანდრე ბოჟაძე

ირაკლი გურული

ნიკოლოზ ბოჟაძე

თორნიკე გაგუა

ნიკოლოზ ნარიმანიძე

geohandball


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი