ბათუმში გრანდ ბელაჯიოს პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. ღონისძიებას სპეციალური სტუმრის სტატუსით ბევრი ცნობილი სპორტსმენი დაესწრო.
მათ შორის, მსოფლიოს ჩემპიონი მკლავჭიდში ლევან საგინაშვილი და ამერიკელი ბობ სეპი – ვეტერანი მებრძოლი, ამერიკული ფეხბურთის ყოფილი მოთამაშე, ვეტერანი მოჭიდავე და შერეული ორთაბძოლების ჩემპიონი ჰოლივუდის ათზე მეტ ფილმშია გადაღებული. სხვათა შორის, მან რინგზე ლევან საგინაშვილი გამოიწვია – ქართველმა ჰალკმა ის ხელის გადაწევაში დაამარცხა.
იხილეთ ვიდეო: