PREVIEW : დაასრულებს კვარაცხელია თავის მშრალ სერიას? - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ » სპორტის ხაზი

PREVIEW : დაასრულებს კვარაცხელია თავის მშრალ სერიას? - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ

PREVIEW : დაასრულებს კვარაცხელია თავის მშრალ სერიას? - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
12-01-2023, 22:13
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ, 13 იანვარს 'ნაპოლი' სახლში 'იუვენტუსს' უმასპინძლებს და მოგების შემთხვევაში სკუდეტოსთვის ბრძოლაში ძალიან დიდ ნაბიჯს გადადგამს. ეს არის მატჩი, რომელსაც საფეხბურთო სამყაროს გარდა საქართველოც ელოდება, რადგან სწორედ ამ თამაშში უნდა მოახერხოს ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი თავის გახსენება და მშრალი სერიის დასრულება. ჩვენ კი ამ შეხვედრის დაწყებმადე გეტყვით ყველაფერს, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ.

ნაპოლის სიახლეები



'ინტერთან' განცდილი მარცხის შემდეგ, ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა ხასიათი 'სამპდორიასთან' მატჩში გამოისწორეს, სადაც ნეაპოლელებმა ანგარიშით 0:2 იმარჯვეს. გოლების გატანა ვიქტორ ოსიმენმა და ელიფ ელმასმა მოახერხეს. მიუხედავად ნერაძურისთან არადამაჯერებელი თამაშისა, 'სამპდორიასთან' გამარჯვების შემდეგ, პარტენოპეიმ სატურნირო ცხრილში თავისი უპირატესობა მეორე ადგილზე მყოფ ტურინის 'იუვენტუსთან' 7 ქულამდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში ვერ ბრწყინავს ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც ბოლოს სერია A-ში ოქტომბრის თვეში, 'სასულოს' წინააღმდეგ გაიტანა. კვარა ტრამვის შემდეგ, აშკარად ვერ თამაშობს ისე, როგორც დაზიანებამდე თამაშობდა, თუმცა მთლიანი სეზონის სტაბილურად ჩატარება რა თქმა უნდა რთულია. თითქოს ტრამვის შემდეგ, 21 წლის ფეხბურთელი აღარ არის უმაღლეს კონდიციებში, რაც მის ბოლონდროინდელ თამაშებზე ნათლად აისახება.

'ნაპოლის' ლაზარეთში კარგი მდგომარეობაა - წინა შეხვედრაში კუნთის მცირე დაზიანება მიიღო კიმ მინ-ჯემ, თუმცა როგორც იტალიურ მედიაში წერენ, სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი 'ბებერი ქალბატონის' წინააღმდეგ მატჩში გუნდის დაეხმარება.

PREVIEW : დაასრულებს კვარაცხელია თავის მშრალ სერიას? - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ

ხვიჩას სამპდორიას წინააღმდეგ რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შეექმნა


ტურინის იუვენტუსის სიახლეები



8 ოქტომბერს 'მილანთან' წაგებული მატჩის შემდეგ, ალბათ ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ 'იუვენტუსი' ასე "დააქამბექებდა" და იტალიის ჩემპიონატის მეორეადგილოსანი იქნებოდა. ალეგრის გუნდი სერია A-ში მართლაც კარგად გამოიყურება - 'ბებერ ქალბატონს' 'მილანთან' წაგებული მატჩის შემდეგ, თავის კარში ჯერ გოლი არ მიუღია, რაც გუნდის კარგ დაცვით ასპექტებზე მიგვანიშნებს. აშკარად, "სან სიროზე" წაგების მერე ალეგრის გუნდი შეიცვალა და 'ნაპოლისთან' გამარჯვების შემთხევაში იტალიური გრანდი კიდევ უფრო დიდ ფლიქოლოგიურ მუხტს მიიღებს, რომელიც სკუდეტოსთვის ბრძოლაში შეიძლება მთავარი გასაღებიც კი იყოს.

ერთადერთი რამ, რამაც შეიძლება 'იუვენტუსს' ხელი შეუშალოს, ეს ტრამვიანობა და ლაზარეთია - გუნდს ხვალიდელ შეხვედრაში შემდეგი ფეხბურთელები ვერ დეხმარებიან : ლეონარდო ბონუჩი ; მატია დე შილიო ; დუშან ვლაჰოვიჩი ; მუჰამედ იჰატარენი ; კაიო ჟორჟე ; ხუან კუადრადო ; დაუდა პეეტერსი ; პოლ პოგბა.

ამის საპირისპირდოს გუნდს დაუბრუნდა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ფედერიკო კიეზას სახით, რომელმაც ბოლო სამ შეხვედრაში ორი საგოლე გადაცემა მიიწერა. თუმცა, ახალგაზრდა იტალიელი 90 წუთის ჩასატარებლად ჯერ მზად არ არის.


კიეზამ უდინესესთან დანილოს ცარიელ კარში გაატანინა და გუნდს სამი ქულა მოუტანა


გუნდების თავკაცების კომენტარები მატჩამდე



ლუჩანო სპალეტი : "მესმის, რომ ალეგრისთვის მეორეხარისხოვანი როლის შესრულება უკეთესია, მაგრამ დიდი ფეხბურთელებით სავსე იუვენტუსი ფავორიტის სტატუსს თავს ვერ დააღწევს. ასეთი გუნდი მხოლოდ სკუდეტოსა და ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად უნდა იბრძოდეს, აზრი არ აქვს ამის დამალვას, ქუდით და ყალბი წვერით შენიღბვას. არ არსებობს მე-4 ადგილი, რომელიც იუვენტუსს დააკმაყოფილებს. ალეგრი ჩემზე უკეთესი მწვრთნელია, ამაზე მისი ტიტულები მეტყველებენ და მე ქედს ვიხრი მის მიერ მოგებული თასების წინაშე.

ალეგრი მშვენივრად მოერგო იუვენტუსის დევიზს - ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია, გამარჯვებაა. გუნდი მხოლოდ შედეგზეა ორიენტირებული, აქ კი განსხვავებული სტილია, ხალხმა მარადონას თამაში ნახა, რომელმაც ყველას აჩვენა, თუ რამდენად ლამაზია ფეხბურთი. ჩვენც ვცდილობთ, რომ მსგავსი მენტალიტეტით ვითამაშოთ. იუვენტუსი თავს კარგად იცავს და კონტრშეტევებზე კარგად გადადის, რადგან ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. ამიტომ, შეტევის დროს ბალანსი არასდროს უნდა დავკარგოთ. ორივე გუნდი მოსაგებად ითამაშებს და შესანიშნავი მატჩი იქნება".


მასიმილიანო ალეგრი : "ლუჩანოს დიდ პატივს ვცემ. მასთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნო გამოწვევაა, რადგანაც ძალიან კარგი მწვრთნელია. მე არასდროს მითქვამს, რომ ნაპოლი ყველაზე ძლიერი გუნდია, ამას ამბობს სატურნირო ცხრილი, რომელშიც 44 ქულა აქვს და მხოლოდ ერთი თამაში წააგო, თუმცა, ვიმეორებ, რომ ეს თამაში მათთვის უფრო მნიშვნელოვანია.

კვარაცხელია? მის წინააღმდეგ ჯერჯერობით არაფერი მოგვიმზადებია, ყველაფერს ბოლო ვარჯიშის შემდეგ გადავწყვეტ. ხვალ დიდებული თამაში იქნება, მაგრამ ჩემპიონობის ბედს ეს მატჩი არ გადაწყვეტს. ნაპოლისთვის უფრო მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ვიდრე ჩვენთვის".


გუნდების სავარაუდო შემადგენლობები



ნაპოლი (4-3-3): მერეტი ; დი ლორენცო, რაჰმანი, კიმი, მარიო რუი ; ანგისა, ლობოტკა, ჟელინსკი ; პოლიტანო, ოსიმენი, კვარაცხელია.

იუვენტუსი (3-5-1-1): შჩესნი ; დანილო, ბრემერი, ალექს სანდრო ; მაკკენი, ლოკატელი, პარედესი, რაბიო, კოსტიჩი ; დი მარია ; მილიკი.
ტრავმა: კაიო ჟორჟე, პოგბა, ბონუჩი, ვლაჰოვიჩი, დე შილიო, ხუან კუადრადო.


სად შეგვიძლია მატჩის ყურება?



აღნიშნული შეხვედრის ყურება ქართულ პლატფორმაზე setantasport.com- ზე შეგეძლებათ. ვისაც პაკეტი არ გაქვთ ნაყიდი, შეგიძლია ამ საიტზე (liveball) უყუროთ უცხო ენაზე.

ნებისმიერ გოლის, ან ხვიჩას რეალური მომენტების ხილვა კი ჩვენს გვერდზე - sportline.ge -ზე შეგეძლებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი