"პატარა ქვეყნიდან ორი ოქროს მედლის კანდიდატი" - IJF მაისურაძესა და ბექაურის შესახებ » სპორტის ხაზი

"პატარა ქვეყნიდან ორი ოქროს მედლის კანდიდატი" - IJF მაისურაძესა და ბექაურის შესახებ

"პატარა ქვეყნიდან ორი ოქროს მედლის კანდიდატი" - IJF მაისურაძესა და ბექაურის შესახებ
29-09-2022, 14:45
Aa Aa
გაზიარება:

6 ოქტომბერს, ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება, ტურნირის მასპინძელი ქვეყანა კი უზბეკეთი იქნება. იქამდე, სანამ ჩემპიონატი დაიწყება, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ 90-კილოგრამიანთა ფავორიტებზე ისაუბრა, სადაც ორი ქართველი სპორტსმენი, კერძოდ ლუკა მაისურაძე და ლაშა ბექაური გამოყო.

"იცით ახლა როგორი სიტუაცია გვაქვს? - ამ წონით კატეგორიას რამე ისეთი უნდა ერქვას, სადაც სიტყვა ქართული იქნება შერეული, მაგალითად: ქართული კედელი ან ქართული კოქტეილი. რეალობა ისაა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს, ასეთ პატარა ქვეყანას ორი პოტენციური ოქროს მედალოსანი ეყოლება. შეხედეთ ლუკა მაისურაძეს, ევროპის ჩემპიონს, რომელმაც ტურნირი ერთი ამოსუნთქვით მოიგო და ყველა მეტოქეს საგრძნობლად აჯობა. ლუკა მაისურაძე თავისი სიმტკიცით და მომთხოვნი სულისკვეთებით საერთოდ ყველას და ყველაფერს ჰგავს, რაც კი მისი ქვეყნიდან მომდინარეობს. რაც შეეხება ბექაურს, ის ნამდვილი დინამიტია. სამწუხაროდ, ტოკიოს ოლიმპიურ ჩემპიონს დიდი ხანი გაუცდა და მისი ხელახლა ნახვა ევროპულ თასზე ვიხილეთ, სადაც, რა თქმა უნდა, პირველი ადგილი დაიკავა. რეალურად, ლაშა ბექაური გენიოსია, რომლის დანაკლისმაც ქაოსი და არეულობა შექმნა, რაზე დაყრდნობითაც ვიღაცებმა ვერ, ვიღაცებმა კი ისარგებლეს. ბევრი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ტალანტისა და ტექნიკის, ალბათ, 90-კილოგრამიანთა მთავარი ფავორიტები ქართველები და კოსუკე მაშიიამა არიან, რომლებმაც ტურნირის ტემპი და მიმდინარეობა თავად უნდა განსაზღვრონ", - წერს IJF.

შეგახსენებთ, რომ თუ 90-კილოგრამიანთა ტურნირი ჩვენთვის საუკეთესო გზით განვითარდა, მაშინ, შესაძლოა ქართული ფინალიც კი ვიხილოთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი