სამოქალაქო აქტივისტი და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში ქართული სპორტის წარმატების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
"არის ვერცხლი! 500მ დისტანციაზე ფინალში მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონებს დავუთმეთ პირველობა! დუბაიში დასრულებულ ევროპის თასზე (ღია ფორმატი) Georgian Dragons-მა მოიპოვა სამ სხვადასხვა კატეგორიაში 3 მედალი! 200მ Senior - ბრინჯაო! 200მ U24 - ვერცხლი! 500მ Open - ვერცხლი! მოუსვაააა!" - წერს დავით ქაცარავა.