ლევანტეს ქართველმა ნახევარმცველმა გიორგი ქოჩორაშვილმა სამომავლო გეგმებთან დაკავშირებულ კითხვაზე უპასუხა, რომ მომავალზე არ ფიქრობს და ახლა მხოლოდ აწმყოზეა კონცენტრირებული.
"ჩემი მომავალი? ძალიან მშვიდი და ბედნიერი ვარ - ინტერვიუებში ყოველთვის ავღნიშნავ, რომ აწმყოზე უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები რადგან თუ მომავალზე ფიქრს დაიწყებ, დღევანდელობას მოწყდები და რაც ახლა ხდება ყველაფერს გამოტოვებ..
მე აქ ვარ და კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ", - განაცხადა ქოჩორაშვილმა.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ქართველი ნახევარმცველის სახელი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა კონკრეტული ამ დრომდე არაფერია.