გერმანული მედია "Bild-ის" ინფორმაციით, გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი "ბაიერნის" 37 წლის გამოცდილი მეკარე მანუელ ნოიერი აღარ იქნება და ასევე უცნობია ისიც, საერთოდ მოხვდება სანაკრებო განაცხადში თუ არა.
"დიახ, მე ნოიერს ტელეფონით ველაპარაკე. მანუელს კარგი რეაგირება ჰქონდა. ის პროფესიონალია". - განაცხადა გერმანელთა თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა.
ნოიერმა ტრავმა თხილამურებით სრიალისას მიიღო. ბოლო შეხვედრა 2022 წლის 12 ნოემბერს ჩაატარა, "შალკეს" წინააღმდეგ., "ბაიერნთან" კონტრაქტი კი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება.
ცნობისთვის, ამჟამად გერმანიის ნაკრების კაპიტანი კატალონიის "ბარსელონას" 32 წლის ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანია.