ირაკლი აზაროვი : "რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა, ქართველი ხალხი უკრაინის მხარდამჭერია" » სპორტის ხაზი

ირაკლი აზაროვი : "რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა, ქართველი ხალხი უკრაინის მხარდამჭერია"

ირაკლი აზაროვი : "რუსეთმა აფხაზეთი და სამაჩაბლო წაგვართვა, ქართველი ხალხი უკრაინის მხარდამჭერია"
6-10-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველმა ირაკლი აზაროვმა, რომელიც ამ ზაფხულს დონეცკი შახტარს შეუერთდა, ინტერვიუ უკრაინულ გამოცემა TRIBUNA-სთან ჩაწერა, სადაც რუსეთ-უკრაინის ომზეც ისაუბრა.

"ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას. რუსეთი აგრესორია და ეს ყველაფერი მაშინ დამტკიცდა, როდესაც აფხაზეთი და სამაჩაბლო დავკარგეთ.

ჩვენი ბიჭები უკრაინელების გვერდით იბრძვიან და ვფიქრობ ერთიანი ძალებით ყველაფერი მალე დასრულდება და უკრაინა გამარჯვებული გახდება
."


აზაროვმა მიმდინარე სეზონში შახტარის მაისურით 9 შეხვედრა ჩაატარა, მის ანგარიშზე კი 1 საგოლე გადაცემაა. გამოსარჩევი იყო ირაკლის კარგი თამაში ჩემპიონთა ლიგაზე ანტვერპენის წინააღმდეგ, რომელიც უკრაინულმა კლუბმა (0:2)-დან შემოატრიალა და თამაში 2:3 მოიგო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი