ზურიკო დავითაშვილმა რამდენიმე დღის წინ ლიგა 2-ის ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა.
ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე მედიის კითხვებს უპასუხა:
"ჩემ თავზე ბევრს ვმუშაობ, ეს ეხება გოლებსაც და ასისტებსაც. მინდა, რომ გუნდისთვის მაქსიმალურად პროდუქტიული ვიყო და მოგებაში დავეხმარო. ვცდილობ, მწვრთნელის რჩევები გავითვალისწინო, ამასთან ერთად კი ჩემი ინდივიდუალიზმიც გამოვაჩინო.
ვფიქრობ, ახლა უკეთ მესმის ფრანგული ფეხბურთი. ვხვდები, რა არის საჭირო, ხოლო რასაც ახლა ვთამაშობ, ბევრი არაფერია იმასთან შედარებით, რაც რეალურად შემიძლია.
წინა სეზონის მიწურული ჩემთვის დიდი იმედგაცრუება იყო. მეც და ბიჭებსაც გვეგონა, რომ ლიგა 1-ში გადავიდოდით, ეს რთული დღეები იყო, რომლის გახსენებაც არ მინდა", - განაცხადა ზურიკომ.