მადრიდის "რეალმა" "ნაპოლი" ძალიან დაძაბულ ბრძოლაში, 3-2 დაამარცხა.
მატჩის მეორე ტაიმის სტარტზე მსაჯმა "რეალის" კარში სადავო პენალტი დანიშნა. შეხვედრის შემდეგ ჯორჯო კიელინიმ განაცხადა, რომ აღნიშნული თერთმეტმეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო:
"სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრად უარესი პენალტებიც გვინახავს, თუმცა ჩემი გადმოსახედიდან, ეს აბსურდია.
წესები გაცილებით შეცვლილია მას შემდეგ, რაც მე ფეხბურთის თამაში დავიწყე. უნდა შევეგუოთ, რომ საჯარიმოში მცირე კონტაქტზეც მსაჯი შენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს და გვიწევს, რომ ამ ცვლილებებს შევეგუოთ", - განაცხადა კიელინიმ.