გუშინ, "პრემიერ ლიგაში" იურგენ კლოპის "ლივერპულმა" პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" დაძაბულ ბრძოლაში 1:0 მოჰამედ სალაჰის გოლით დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ 2022/2023 წლების სეზონში, ამ წაგებით ესპანელი სპეციალისტის გუნდი ინგლისის ჩემპიონატში პირველად დამარცხდა, ხოლო მერსესაიდელებმა კი უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოიპოვეს, რომლითაც როგორც სატურნირო, ისე მენტალური მდგომარეობა გამოისწორეს.
სწორედ ამავე მატჩის გარშემო, ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, თუ როგორ განიცადა პეპ გვარდიოლამ სალაჰის გოლი იქამდე, სანამ ის რეალურად გავიდოდა (იხილეთ ვიდეო).