იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე უდინეზეს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგრძლივი უგოლო სერია დაასრულა და გოლთან ერთად საგოლე გადაცემის და პენალტის მოპოვებაც მოახერხა.
შეხვედრის ერთ-ერთ ეპიზოდში, ხვიჩას წინააღმდეგ უდინეზეს მცველებმა უხეშად ითამაშეს, რამაც ვიქტორ ოსიმენი გააღიზიანა და მაშინვე ქართველი მცველი დაიცვა.
იხილეთ ეპიზოდის ვიდეო: