იტალიის სერია A-ს მე-6 ტურის შეხვედრაში ნაპოლიმ საკუთარ მოედანზე უდინეზეს უმასპინძლა და მეტოქე 4:1 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიამ ხანგრძლივი უგოლო სერია დაასრულა და გოლთან ერთად საგოლე გადაცემის და პენალტის მოპოვებაც მოახერხა.
22/23 სეზონის დაწყებიდან დღემდე, კვარამ ერთ მატჩში გოლის გატანა და საგოლე პასის გაკეთება 6-ჯერ მოახერხა, რაც ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო შედეგია მესისთან ერთად.
მეორე ადგილს ხუთი ასეთი მატჩით ნეიმარი და ოპენდა ინაწილებენ.