როდის დაბრუნდება მესი? - ტატა მარტინოს ბუნდოვანი პასუხი » სპორტის ხაზი

როდის დაბრუნდება მესი? - ტატა მარტინოს ბუნდოვანი პასუხი

როდის დაბრუნდება მესი? - ტატა მარტინოს ბუნდოვანი პასუხი
28-09-2023, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

ლეო მესის გარეშე დარჩენილი "ინტერ მაიამი" US OPEN CUP-ის ფინალში მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ბოლო რამდენიმე შეხვედრა კუნთების გადაღლილობის გამო გამოტოვა, ხოლო მისი დაბრუნების თარიღზე ზუსტი პასუხის გაცემა "ინტერ მაიამიშიც" უჭირთ.

ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ტატა მარტინომ გააკეთა:

"ჩვენ ჯერჯერობით მისთვის ლიმიტირებული დროის მიცემასაც ვერ ვბედავთ, რადგან ძალიან დიდი რისკია. არ ვიცი, ზუსტად როდის დაბრუნდება, რთული სათქმელია.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 5 მატჩი დარჩა, ვვარაუდობ და იმედი მაქვს, რომ მას რომელიმე მათგანში ვიხილავთ",
- განაცხადა მან.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი