"გოლი გატანის გრძნობა მენატრებოდა" - კვარას კომენტარი მატჩის შემდეგ » სპორტის ხაზი

"გოლი გატანის გრძნობა მენატრებოდა" - კვარას კომენტარი მატჩის შემდეგ

"გოლი გატანის გრძნობა მენატრებოდა" - კვარას კომენტარი მატჩის შემდეგ
28-09-2023, 02:54
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-6 ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" "უდინეზეს" უმასპინძლა და 4-1 დაამარცხა.

ქართველმა შემტევმა პენალტი მოიპოვა, საგიოლე გადაცემა გააკეთა და ასევე 192-დღიანი პაუზის შემდეგ გოლის გატანაც მოახერხა.

მატჩის შემდეგ ხვიჩამ გამოცემა DAZN-თან ისაუბრა:

"დიდი ხანია გოლი არ გამიტანია და ეს გრძმობა მენატრებოდა, მაგრამ ფეხბურთში ეს ყოველთვის შეიძლება მოხდეს და ამ ფაქტმა განერვიულოს. მე დავბრუნდი და ბედნიერი ვარ, რადგან გუნდისთვის კარგად ვითამაშე, გვსურს, რომ ასე გავაგრძელოთ."

"რა შეიცვალა ამ დღეებში? რამდენიმე თამაშის შემდეგ მივხვდი, რომ მოგება გვჭირდებოდა. "სასუოლოსთან" მატჩის შემდეგ მწვრთნელს ვესაუბრეთ და მივხვდით, რომ მოგება გვჭირდებოდა, შესაბამისად, გავაანალიზეთ, როგორ უნდა გვეთამაშა."

"ჩვენ ბევრი შესანიშნავი ფეხბურთელი გვყავს და მნიშვნელობა არ აქვს გოლს ვინ გაიტანს გოლს, ჩვენ დავბრუნდით და ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ასე გავაგრძელოთ."
- თქვა ხვიჩამ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი