სკუდეტოზე, ოქროს ბურთზე, ეროვნულ ნაკრებზე - ნიგერიული არხის მოკლე ინტერვიუ ვიქტორ ოსიმენთან » სპორტის ხაზი

სკუდეტოზე, ოქროს ბურთზე, ეროვნულ ნაკრებზე - ნიგერიული არხის მოკლე ინტერვიუ ვიქტორ ოსიმენთან

სკუდეტოზე, ოქროს ბურთზე, ეროვნულ ნაკრებზე - ნიგერიული არხის მოკლე ინტერვიუ ვიქტორ ოსიმენთან
11-09-2023, 12:10
Aa Aa
გაზიარება:

ნაპოლის ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ ოსიმენმა, რომელიც ნიგერიის ეროვნული გუნდის ღირსებას იცავს, ქვეყნის მთავარ არხთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც სკუდეტოზე, ოქროს ბურთის ნომინაციაზე და ეროვნულ ნაკრებზე ისაუბრა.

"როგორ შეხვდა ნიგერია სკუდეტოს? რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო ყველასთვის. ყველანი ბედნიერები იყვნენ - მეგობრები, ოჯახის წევრები, ნათესავები, ეს მართლაც გასაოცარი შეგრძნებაა. მე ბედნიერი ვარ ამით და მინდა გადავუხადო მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ და ბედნიერ მომენტებში ჩემს გვერდით იდგნენ. მადლობა ნიგერიულ მედიას, რომელთა წყალობითაც მთელ მსოფლიოში იციან ნიგერიელ ფეხბურთელებზე და ნიგერიულ ფეხბურთზე."

სკუდეტოზე, ოქროს ბურთზე, ეროვნულ ნაკრებზე - ნიგერიული არხის მოკლე ინტერვიუ ვიქტორ ოსიმენთან

ოსიმენისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სკუდეტოს მოგება

"ოქროს ბურთის ნომინაცია? ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ საუკეთესო ფეხბურთელების გვერდით ჩემი სახელიც წერია. მე ბედნიერი ვარ - ეს მხოლოდ დასაწყისია. მე არ გავრჩერდები, გავაგრძელებ მუშაობას, რადგან მივაღწიო ჩემს საუკეთესო ვერსიას."

შეგახსენებთ, რომ ვიქტორის დებიუტი ნიგერიის ეროვნულ ნაკრებში 2017 წელს შედგა. დღემდე 24 წლის ფორვარდმა მწვანე ფორმა 25-ჯერ მოირგო და 17-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი