ცნობილი გახდა დონეცკის "შახტარის" განაცხადი, რომლითაც უკრაინული გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
განაცხადში მოხვდა უკრაინულ გრანდში მოთამაშე ორივე ქართველი - გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი.
შეგახსენებთ, რომ დონეცკელები ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე "ბარსელონას", "პორტოსა" და "ანტვერპენს" დაუპირისპირდებიან და საშინაო შეხვედრებს გერმანიაში, "ჰამბურგის" სტადიონზე გამართავენ.