სერია ა-ს მესამე ტურში "ნაპოლი" "ლაციოსთან" მინიმალური სხვაობით, 1-2 დამარცხდა და სეზონში პირველი 3 ქულა დაკარგა.
ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე 66 წუთი გაატარა, თუმცა ვერც გოლითა და ვერც შედეგიანი პასით გამოირჩა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნეაპოლელთა ახალმა მწვრთნელმა, რუდი გარსიამ, ქართველი ფეხბურთელის პერფორმანსზეც გააკეთა კომენტარი და ის საკმაოდ დადებითად შეაფასა:
"ვიცოდით, რომ ამ ეტაპზე ხვიჩას 90 წუთის თამაში არ შეეძლო და მატჩის მიმდინარეობისას შევცვალეთ. მის მიერ ჩატარებული პირველი ტაიმი მომეწონა, თუმცა მეორე ნახევარზე ამას ვერ ვიტყოდი - ის ინერტული გახდა და რამდენჯერმე ბურთიც დაკარგა.
საბოლოო ჯამში, მისი გამოსვლით კმაყოფილი ვარ - მან გვანახა, თუ რამხელა განსხვავების შექმნა შეუძლია გუნდისთვის. დღეს მას შეტევების დამამთავრებელ ფაზაში უბრალოდ არ გაუმართლა", - განაცხადა გარსიამ კვარაცხელიაზე.