საფრანგეთის ქალაქ მონაკოში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა, სადაც მიუნხენის ბაიერნის მეტოქეები გაირკვა.
გერმანული გრანდი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები შემდეგი გუნდები იქნებიან:
A ჯგუფი:
1. ბაიერნი (გერ)
2. მანჩესტერ იუნაიტედი (ინგ)
3. კოპენჰაგენი (დან)
4. გალათასარაი (თურ)
ცნობისთვის, დანიური კოპენჰაგენის ღირსებას საქართველოს ნაკრების მცველი, დავით ხოჭოლავა იცავს.
წილისყრას სოციალურ ქსელში ბაიერნის ახალწვეული, ჰარი კეინიც გამოეხმაურა: "ერთი სული მაქვს..", - წერს კეინი.