ლაიფციგმა ნაპოლის შემტევის ელიფ ელმასის სანაცვლოდ იტალიურ კლუბს წინადადებით მიმართა, ინფორმაციას Calciomercato ავრცელებს.
წყაროს ცნობით, გერმანულმა კლუბმა პარტენოპეის 24 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა როგორც იტალიური მედია იტყობინება ნეაპოლურმა კლუბმა ეს შეთავაზება დაბლოკა.
შეგახსენებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონელი ნაპოლიში 2019 წელს გადაბარგდა და ამდრომდე ჩატარებულ 174 მატჩში 17 გოლის გატანა და 11 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ელმასს აძურისთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს.