29 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა პანევეჟისის რიგებს შეუერთდა, ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
"გუნდს დიდი ამბიციები აქვს და ტიტულისთვის იბრძვის, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია. მწვრთნელთან ადრეც მიმუშავია და მან ჩემ აქ მოყვანაში დიდი როლი ითამაშა. გუნდში მშვენიერი ატმოსფეროა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ჩემი მიზანია, გოლები გავიტანო და გუნდს ჩემპიონატის მოგებაში დავეხმარო." – განაცხადა კაჭარავამ საფეხბურთო კლუბის ვებგვერდთან.
ქართველი ფეხბურთელი ახალგაზრდობაში ყაზანის რუბინსა და როსტოვში თამაშობდა, შემდეგ ქართული ცხინვალის რიგებში ბრწყინავდა.
როსტოვმა კაჭარავა იჯარით გაუშვა კვიპროსულ ახნასა და ეთნიკოსში, 2017-2018 წლებში კი პოლონურ კელჩეს კორონაში, სადაც თავდამსხმელი პანევეჟისის ამჟამინდელ მწვრთნელთან, ჯინო ლეტიერთან მუშაობდა.
მოგვიანებით ქართველი შეუერთდა კვიპროსის ერთ-ერთ ფლაგმანს, ფამაგუსტას „ნორთოსისს, საიდანაც იგი იჯარით გადავიდა პოზნანის ლეხში. შარშან პანევეჟისის ახალწვეული კორეულ „გუანგიან ჯეონამ დრაგონს“ წარმოადგენდა, წელს კი ქუთაისის ტორპედოს ღირსება დაიცვა. საქართველოს ნაკრებში თავდამსხმელმა 24 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ქართველის დებიუტი ლიეტუვას A ლიგაში 28-ე ტურის მომდევნო მატჩში გარგჟდუს ბანგასთან შედგება.