ისტორიაში პირველად, ესპანეთის ქალთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია. ფურია როხამ ფინალურ მატჩში ინგლისის ნაკრები მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
შეხვედრა ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, პირველივე ტაიმში გვქონდა საკმაოდ სახიფათო მომენტები, თუმცა ასევე გამოკვეთილად ჩანდა ესპანეთის მცირე დომინაცია მოედნის ცენტრში, რამაც შედეგი გამოიღო - 29-ე წუთზე მარიონა კალდენტეის საგოლე გადაცემით ოლგა კარმონა გარსიამ გაიტანა.
რა თქმა უნდა გაშვებული გოლის შემდეგ 'სამი ლომი' გააქტიურდა, თუმცა ესპანელების დაცვის ხაზმა ყველაფერი იდეალურად გააკეთა და ისტორიაში პირველად ესპანეთი ქალთა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ყველაზე მეტჯერ აღნიშნული ტურნირი ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს მოგებული (4-ჯერ), ორჯერ ოქროს მედალს გერმანია დაეუფლა, ერთხელ კი იაპონია და ნორვეგია.
SPAIN WIN THEIR FIRST WOMEN'S WORLD CUP 🇪🇸🏆 pic.twitter.com/zxblNMQE4f
— B/R Football (@brfootball) August 20, 2023