ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი 13 წლის მოსწავლე, რომელსაც დენმა დაარტყა, კლინიკაში გარდაიცვალა.
სამწუხარო ფაქტს, თბილისის მერი, კახი კალაძეც გამოეხმაურა:
"უმძიმესი თემაა, თავზარდაცემულები ვართ ყველა, ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყველასი და ყველას გაეცემა შესაბამისი პასუხი", - აცხადებს კალაძე.