მაშინ, როდესაც მთელი საფეხბურთო სამყარო ირწმუნებოდა, რომ კეინსა და ბაიერნს შორის ყველაფერი შეთანხმებული იყო და ინგლისელი ფორვარდი მალე კარიერას ბაიერნში გააგრძელებდა, მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა აღნიშნულ ტრანსფერზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ დასრულებული ჯერ არაფერია.
"თქვენ ალბათ ჩემზე მეტი იცით ამ საკითხზე და იმაზე, თუ სად იმყოფება კეინი ახლა და რას აკეთებს ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობთ, ამის დადასტურება ნამდვილად შემიძლია. ამ მომენტისთვის საბოლოო შეთანხმება არ არის მიღწეული და როდესაც ყველაფერი დასრულებული არ არის, მაშინ მწვრთნელი მოთამაშეზე კომენტარს არ აკეთებს, რადგან ეს არ არის მისი მოთამაშე", - განაცხადა ტუხელმა.
გერმანელმა სპეციალისტმა ასევე არ გამორიცხა, რომ კეინი ხვალინდელ მატჩში ლაიპციგის წინააღმდეგ ითამაშებს, თუ შეთანხმება დღესვე შედგება და ტრანსფერი გაოფიციალურდება.