დღეს, 20:45-ზე "ჩემპიონთა ლიგაში" ლუჩანო სპალეტის გუნდი "აიაქსის" წინააღმდეგ ითამაშებს.
აღსანიშნავია, რომ ქართველ შემტევს რეკორდის დამყარების შანსი აქვს. იმ შემთხვევაში, თუ კვარაცხელია გოლს ან საგოლე გადაცემას მიითვლის, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ხვიჩამ ზედიზედ 6 შეხვედრაში მოახერხა საგოლე შეტევაში ჩართვა (გოლი ან საგოლე პასი).
შეგახსენებთ, კვარაცხელიას სვლა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გოლით დაიწყო, რასაც ანალოგიური მოყვა გიბრალტარის ნაკრებთან. მესამე გოლი კვარამ "ტორინოს" გაუტანა, შემდეგ კი "აიაქსის" კარიც აიღო. ბოლოს კი, ქართველმა შემტევმა საგოლე გადაცემა "კრემონეზესთან" დაპირისპირებაში გააკეთა.