სიაში გიორგიცაა - მიქაუტაძე მეციდან არსად არ მიდის? » სპორტის ხაზი

სიაში გიორგიცაა - მიქაუტაძე მეციდან არსად არ მიდის?

სიაში გიორგიცაა - მიქაუტაძე მეციდან არსად არ მიდის?
18-07-2023, 15:46
Aa Aa
გაზიარება:

რამდენიმე საათის წინ მეცმა იმ ფეხბურთელთა სრული განაცხადი გამოაქვეყნა, რომლებიც ახალი სეზონისთვის მზადებას გუნდთან ერთად გაივლიან.

როგორც ფოტოში ვხედავთ, სხვებთან ერთად გიორგი მიქაუტაძის გვარიც ფიგურირებს, რაც შესაძლოა იმას ნიშნავდეს, რომ ქართველი ფეხბურთელი ფრანგულ კლუბში რჩება.

აღსანიშნავია ისიც, რომ ფრანგულმა მედიამ გიორგი მიქაუტაძის გარდაუვალ ტრანსფერთან მიმართებით საუბრის ტონი შეარბილა, რაც კიდევ ერთი მინიშნებაა იმისა, რომ მიქაუტაძე მეცში დარჩენასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე სადმე გადასვლასთან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მეცმა ამხანაგური მატჩი სერენის წინააღმდეგ გამართა, გიორგი მიქაუტაძემ კი ყოფილი კლუბის კარი აიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი