რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერით მაურიციო სარის ლაციო ინტერესდება, რომელიც ჩირო იმობილეს შემცვლელს ეძებს.
დღევანდელი ინფორმაციის მიხედვით, ლაციოს კონკურენტი გამოუჩნდა და ის რომა იქნება, რის შესახებაც L'equipe-მ დაწერა:
"რომას მეცისთვის წინადადებით ჯერ არ მიუმართავს, რადგან სიტუაციას აკვირდება. არსებობს რეალური შანსი, რომ გიორგი მიქაუტაძისთვის ბრძოლაში ჟოზე მოურინიოს რომაც ჩაერთოს." - დაწერა გამოცემამ
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე გასული სეზონის ლიგა 2-ში ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი გახდა და ამავე ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.