შანსების შემცირება | UEFA საერთაშორისო ტურნირებზე სიახლეს ნერგავს » სპორტის ხაზი

შანსების შემცირება | UEFA საერთაშორისო ტურნირებზე სიახლეს ნერგავს

შანსების შემცირება | UEFA საერთაშორისო ტურნირებზე სიახლეს ნერგავს
11-07-2023, 12:29
Aa Aa
გაზიარება:

Calcio e Finanza თავის ვებგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომელიც ევროპული ფეხბურთის ინოვაციის შესახებ გვიამბობს.

საქმე ეხება UEFA-სა და მის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო ტურნირებზე სიახლე უნდა დაინერგოს. როგორც ზემოაღნიშნული წყაროდან ვიგებთ, 2024 წლიდან ერთი ტურნირიდან მეორეზე დაქვეითების სისტემა გაუქმებული იქნება.

თუ აქამდე ჩემპიონთა ლიგის მესამეადგილოსანი ევროპა ლიგაზე გადადიოდა, ხოლო ევროპის ლიგის კონფერენს ლიგაზე, მომდევნო წელს ასეთი რამ აღარ მოხდება, რადგან UEFA საერთაშორისო ტურნირთა სისტემის შეცვლას გეგმავს.

ამდენად, თუ კლუბმა ჯგუფურ ეტაპზევე კარგად ვერ იასპარეზა, ეს მისთვის საერთაშორისო ტურნირს უმალვე დაასრულებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი