TOP 10 ფორვარდი ESPN-ის ვერსიით | რომელ ადგილზე გავიდა კვარას მეწყვილე? » სპორტის ხაზი

TOP 10 ფორვარდი ESPN-ის ვერსიით | რომელ ადგილზე გავიდა კვარას მეწყვილე?

TOP 10 ფორვარდი ESPN-ის ვერსიით | რომელ ადგილზე გავიდა კვარას მეწყვილე?
5-07-2023, 13:32
Aa Aa
გაზიარება:

გასული სეზონიდან რამდენიმე ფორვარდის გამორჩევა შეიძლება, რომლებმაც მთელი სეზონის განმავლობაში თავი უმაღლეს დონეზე წარმოაჩინეს, ასეთი ერთ-ერთი კი ხვიჩა კვარაცხელიას მეწყვილე და მეგობარი ვიქტორ ოსიმენია.

ნიგერიელი სტრაიკერი ნაპოლისთვის გასულ სეზონში ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელი იყო და საწყენია, რომ გუნდის დახმარება ოსიმენმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ შეხვედრაში მილანის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ შეძლო.

ცნობილმა გამოცემამ, კერძოდ ESPN-მა სწორედ თავდამსხმელთა TOP 10 გამოაქვეყნა, სადაც წარმოდგენილნი არიან ის ფორვარდები, რომლებმაც 2022/2023 წლების სეზონში ყველაზე კარგად იასპარეზეს:

1. ერლინგ ჰოლანდი
2. კარიმ ბენზემა
3. ჰარი კეინი
4. ვიქტორ ოსიმენი
5. რობერტ ლევანდოვსკი
6. გაბრიელ ჟესუსი
7. რანდალ კოლო-მუანი
8. ალექსანდერ ისაკი
9. დუშან ვლაჰოვიჩი
10. ჯონათან დევიდი

შეგახსენებთ, რომ წინა სეზონში ვიქტორ ოსიმენმა ნაპოლის მაისურით ყველა ტურნირზე 31 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი