როგორც იტალიურ მედიაში დაიწერა, ამავე ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, გაბრიელე გრავინამ ჩემპიონატში რევოლუციური ნაბიჯის გადადგმის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მსაჯებსა და ვიდეო რეფერის ეხება.
გაბრიელე გრავინას მიზანია, რომ გულშემატკივრებისთვის მეტი გამჭვირვალობა შექმნას, რისთვისაც ახალი სეზონიდან ყოველი ის დისკუსია გამოქვეყნდება, რომელსაც ერთმანეთში მთავარი მსაჯი და VAR-ის ჯიხურში მყოფი არბიტრები გამართავენ.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს საუბარი ტექსტური სახით გადაეცემა როგორც ფედერაციასა და ლიგას, ისე იმ ტელეკომპანიებსაც, რომლებიც მაყურებლებს ამავე მატჩის ტრანსლაციას აწვდიან.
შესაბამისად, სერია A-ს 2023/2024 წლის სეზონიდან თუ რეფერი საკამათო ან დამაბნეველ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი არგუმენტაცია მატჩის შემდეგ ცნობილი გახდება, რაც გულშემატკივრებს ბევრ გაუცემელ კითხვაზე გასცემს პასუხს.