Azerisport-ს სტუმრობდა ბაქოს ნეფთჩის მცველი, საბა კვირკველია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მომავლისა და პერსპექტივებზე ისაუბრა:
"ეროვნულ გუნდში ბევრი ტოპ კლასის ფეხბურთელი გვყავს. გარდა ამისა, მთავარი მწვრთნელიც შესანიშნავად გამოიყურება. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ევრო 2024-ზე ვითამაშოთ."
"ვიცით, რომ რთული იქნება, თუმცა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში მე-2 ადგილის დაკავება გვსურს, რაც ტურნირის საგზურს მოგვცემს."
"ცხადია, ჩვენი ყველაზე დიდი იმედი ყაზახეთთან გასამართ 1/2 ფინალურ შეხვედრას უკავშირდება, რომლის მოგების შემთხვევაშიც ფინალში თურქეთს ან საბერძნეთს შევხვდებით. პლეი ოფში ერთი თამაშია და ერთ თამაშში ყველაფერია მოსალოდნელი."
"ვიმედოვნებთ, რომ ორიდან ერთ შანსს გამოვიყენებთ და საქართველოს ევრო 2024-ზე გავიყვანთ." - თქვა საბა კვირკველიამ