როგორც იცით, ხვიჩა კვარაცხელია ძალიან ბევრმა ქართველმა ქომაგმა გააკრიტიკა, მიზეზი კი ისაა, რომ კვარამ 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამ:
"ძლივს და როგორც იქნა, არ იცანცარა ქართველმა, გონივრულად, რაციონალურად და გაწონასწორებულად მიუდგა საკითხს და ეგრევე მარხავს ნახევარი საქართველო."
"რატომ უნდა ეთამაშა მსოფლიო ვარსკვლავ კვარაცხელიას ახალგაზრდულ ნაკრებში?! კაცის ერთადერთი შემჩერებელი ტრავმაა და რაც ნაკლებს ითამაშებს, მით - უკეთესი. მით უმეტეს, მეორე ეშელონის შეჯიბრებში, როგორსაც წარმოადგენს U21 ევროპის ჩემპიონატი - გინდა ასე შეხედე, გინდა ისე." - დაწერა გვარამიამ