როგორც იტალიურ მედიაში წერენ, სერია A-ს მოქმედი გამარჯვებული ახალი სეზონისთვის მზადებას 20 ივლისიდან დაიწყებს.
ნაპოლი მალე დიმაროში ჩავა და პირველ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, მეტოქე კი ანაუნესი იქნება, რომელთანაც ხვიჩა კვარაცხელიამ ნაპოლის მაისურით პირველი მატჩი ითამაშა, მოწინააღმდეგეს 2 გოლი გაუტანა და საგოლე პასიც მიითვალა.
სხვათაშორის, გასული სეზონის დაწყებამდე გამართულ ამ შეხვედრაში ნაპოლიმ ანაუნესი გამანადგურებელი ანგარიშით, 10-0 დაამარცხა.
ცნობისთვის, ნაპოლი დიმაროში პირველ ამხანაგურ მატჩამდე 1 კვირით ადრე, 14 ივლისს ჩავა, 20 რიცხვში კი ზემოაღნიშნულ მეტოქეს შეხვდება.