"კვარადონამ გლაზგოში თავი ვერაფერს მოაბა" - Daily Record » სპორტის ხაზი

"კვარადონამ გლაზგოში თავი ვერაფერს მოაბა" - Daily Record

"კვარადონამ გლაზგოში თავი ვერაფერს მოაბა" - Daily Record
21-06-2023, 11:54
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის შესარჩევში გამართულ შოტლანდიისა და საქართველოს მატჩთან დაკავშირებით სტატია გამოაქვეყნა Daily Record-მა, რომელმაც დაწერა, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ, იგივე კვარადონამ ჰემპდენ პარკზე თავი ვერაფერს მოაბა:

"გლაზგოში მატჩის დაწყებამდე საქართველოს ბოლო 15 შეხვედრიდან მხოლოდ 1 ჰქონდა წაგებული, თუმცა ვილი სანიოლის გუნდს შოტლანდიაში საერთოდ არაფერი არ გამოუვიდა. საქართველოს დამრიგებელი ამბობდა, რომ ამ შეხვედრის მოგება თავადაც შეეძლოთ, თუმცა ეს მინდორზე ვერ დაამტკიცეს."

"საქართველო ნამდვილად პროგრესის გზაზე დგას, თუმცა ისინი შოტლანდიასთან უბრალოდ განადგურდნენ, ამის ასახსნელ მიზეზად კი ქართველები ამინდის მდგომარეობას მოიყვანენ. ფაქტი ის იყო, რომ შოტლანდიას ერთიორად მაღალი დონის მოთამაშეები ჰყავდა და მეტოქეს კლასით იოლად ჩაგრავდნენ."

"ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მარადონას ადარებენ და რომელიც სერია A-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მინდორზე თავი საერთოდ ვერაფერს ვერ მოაბა, ის აარონ ჰიკიმ მშვენივრად გაანეიტრალა. ნაპოლის ვარსკვლავს მცირედი გამონათებები ჰქონდა, თუმცა საერთო ჯამში სტივ კლარკის უკანახაზი გაცილებით კარგად გამოიყურებოდა, ვიდრე საქართველოს მთლიანი შეტევა და მისი წარმომადგენლები."
- დაწერა გამოცემამ

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს, საქართველო კი მეორე პოზიციაზე 4 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი