"ხვიჩა მსაჯს გოლამდე ეუბნებოდა, რომ თამაში უნდა შეეწყვიტა" - ლუკა გაგნიძე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მსაჯს გოლამდე ეუბნებოდა, რომ თამაში უნდა შეეწყვიტა" - ლუკა გაგნიძე

"ხვიჩა მსაჯს გოლამდე ეუბნებოდა, რომ თამაში უნდა შეეწყვიტა" - ლუკა გაგნიძე
21-06-2023, 11:40
Aa Aa
გაზიარება:

გუშინდელი მარცხის შესახებ კომენტარი გააკეთა ლუკა გაგნიძემ, რომელმაც კვარაცხელიასა და მთავარი არბიტრის ეპიზოდი გაიხსენა:

"სანამ ჩვენს კართან კუთხური დაინიშნებოდა, კვარა იქამდე ეუბნებოდა მსაჯს, რომ თამაში აუცილებლად უნდა შეწყვეტილიყო, თუმცა მან არ მოგვისმინა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რომლითაც ჩვენი მარცხი აიხსნება."

"ზოგადად თუ შევაფასებთ, ფიზიკურად ძალიან გვაჯობეს და ჩვენზე მეტი მომენტი შექმნეს. მატჩის შეწყვეტა ორივე გუნდს სურდა, რადგან ბურთი მინდორზე უბრალოდ არ დაგორავდა. როცა გოლი გავუშვით, იმ წამს ბურთი გაჩერდა და არსებულმა გარემოებამ შოტლანდიას ხელი შეუწყო, რის შემდეგაც თამაში შეწყდა. ჩვენ სწორედ ამაზე გვქონდა პრეტენზია."
- თქვა გაგნიძემ

შეგახსენებთ, რომ შოტლანდია ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს, საქართველო კი მეორე პოზიციაზე 4 ქულითაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი