გუშინდელი შოტლანდიისა და საქართველოს მატჩის შესახებ ისაუბრა სკოტ მაკტომინეიმ, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ ვილი სანიოლის გუნდს თამაში უბრალოდ არ სურდა:
"მინდვრის მდგომარეობა? - თავიდან აბსოლუტურად ყველა ამბობდა, რომ ასეთ მოედანზე თამაში სიგიჟე იქნებოდა, თუმცა მატჩი გაგრძელდა, მათ კარში გოლი გავიტანეთ, შემდეგ კი თამაშის გაგრძელების სურვილი აღარ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, ჩვენ კონცენტრაცია ბოლომდე შევინარჩუნეთ და თამაშისთვის დასახული გეგმა მშვენივრად შევასრულეთ."
"ბოდიში გულშემატკივრებს იმისათვის, რომ ამდენი ხანი მოუწიათ დაცდა და მადლობა იმისათვის, რომ მხარი ბოლომდე დაგვიჭირეს, ეს 3 ქულა მათი დამსახურებაა. ახლა დასვენების დრო არაა და საქმე იქამდე არ იქნება გაკეთებული, სანამ ევრო 2024-ის საგზურს ოფიციალურად არ მოვიპოვებთ." - თქვა მანჩესტერის ნახევარმცველმა
შეგახსენებთ, რომ შოტლანდია ჯგუფს 12 ქულით ლიდერობს, საქართველო კი მეორე პოზიციაზე 4 ქულითაა.