მნიშვნელოვანი დეტალი - რა შემთხვევაში გაუუქმებენ შოტლანდიას გოლს? » სპორტის ხაზი

მნიშვნელოვანი დეტალი - რა შემთხვევაში გაუუქმებენ შოტლანდიას გოლს?

მნიშვნელოვანი დეტალი - რა შემთხვევაში გაუუქმებენ შოტლანდიას გოლს?
20-06-2023, 23:20
Aa Aa
გაზიარება:

ამ წუთებში მიმდინარეობს ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი, სადაც შოტლანდია საქართველოს 1:0-ს ამარცხებს.

აღსანიშნავია, რომ გოლიდან მალევე მატჩის მთავარმა არბიტრმა შეხვედრის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მინდორზე წვიმის გამო ძალიან დიდი რაოდენობით წყალი დაგროვდა, ადგილობრივმა დიქტორმა კი გამოაცხადა, რომ მატჩი 20 წუთით იქნა გადადებული.

იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი სამსახური მინდორს წყლისგან დღეს ვერ გაწმენდს და ჰემპდენ პარკი სათამაშოდ არავარგისიანი იქნება, მაშინ მატჩი სხვა დღისთვის გადაიდება და ანგარიშიც განულდება.

თუ მატჩი ახლავე გაგრძელდა, მაშინ ჩვეულებრივ ანგარიში ჩაითვლება და თამაში ხელახალ სტარტს მე-10 წუთიდან აიღებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი