"შედეგი მომეწონა, ხარისხი კი არა" - ვილი სანიოლის კომენტარი » სპორტის ხაზი

"შედეგი მომეწონა, ხარისხი კი არა" - ვილი სანიოლის კომენტარი

"შედეგი მომეწონა, ხარისხი კი არა" - ვილი სანიოლის კომენტარი
18-06-2023, 13:42
Aa Aa
გაზიარება:

ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები კვიპროსს ეწვია და მეტოქესთან გამარჯვების მოპოვება დაძაბულ ბრძოლაში მოახერხა, - 1:2.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან გამოჩნდა ჩვენი გუნდის დამრიგებელი, რომელმაც გუშინდელი შეხვედრა შეაფასა:

"გუნდის მიერ მიღწეული შედეგით კმაყოფილი ვარ, თამაშის ხარისხი კი არ მომეწონა. ჩვენს გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელთაც გამოცდილების მიღება სჭირდებათ. ახლა ბევრ საუბარს ვაპირებთ, თამაშის გაანალიზებაა საჭირო. ზოგიერთი მოთამაშე სწორედ ასეთი მატჩებიდან სწავლობს. მთავარი ისაა, რომ ქულები მოვიპოვეთ, რაც საკვალიფიკაციო ეტაპზე უდიდესი მნიშვნელობისაა."

"შეცვლების გაკეთებას მე-60 წუთისთვისაც ვფიქრობდი, თუმცა რაღაც დადებითი ტენდენციები შევამჩნიეთ და ცოტათი დაცდა ვამჯობინეთ. მიხარია, რომ ცვლილებებმა გაამართლა, რისი მოლოდინი მქონდა კიდეც. ეს სულ ასეა, როცა მინდორზე ახალი ფეხბურთელი შეგყავს, მისგან რაღაც პოზიტიურს ელი, ჩვენმა ცვლილებებმა კი შეცვალეს როგორც თამაშის მიმდინარეობა, ისი მისი საერთო შედეგი."

"შოტლანდიამ მოიგო და ახლა ისინი 9 ქულით პირველ ადგილზე არიან. მსოფლიოში არც თუ ისე ბევრი გუნდია, ვისაც ნორვეგიაში ჩასვლა და ადგილობრივი ნაკრების დამარცხება შეუძლია. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ უკანასკნელ შეხვედრას გავივლით, შემდეგ კი შოტლანდიისთვის მზადებას დავიწყებთ."
- თქვა სანიოლმა

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ნაკრები შოტლანდიასთან გლაზგოში 20 ივნისს ითამაშებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი