"საქართველოს ნაკრებში ვარ და მინდა, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო" - გიორგი მიქაუტაძე » სპორტის ხაზი

"საქართველოს ნაკრებში ვარ და მინდა, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო" - გიორგი მიქაუტაძე

"საქართველოს ნაკრებში ვარ და მინდა, რომ გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო" - გიორგი მიქაუტაძე
17-06-2023, 13:38
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე რიგით მეორე შეხვედრას დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს.

დღევანდელი მატჩის დაწყებამდე მედიაში ვრცელდება ნორვეგიის კარში გატანილი გოლის ავტორისა და ჩვენი გუნდის თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის კომენტარი:

"მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ბევრი გოლი გავიტანე, ლიგა ერთში გადავედი მეცთან ერთად. ახლა ნაკრებში ვარ, რომ საქართველოს დავეხმარო და მოვიგოთ თამაშები." - თქვა მიქაუტაძემ

ცნობისთვის, კვიპროსისა და საქართველოს ეროვნული გუნდების დაპირისპირებას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი