რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ნაპოლის ახალი დამრიგებელი რუდი გარსია გახდა!
ფრანგი სპეციალისტი ბოლოს საუდის არაბეთის ლიგაში, კერძოდ კრიშტიანუ რონალდუს ალ-ნასრში მუშაობდა, საიდანაც ის რამდენიმე თვის წინ დაითხოვეს.
რაც შეეხება გარსიას სამწვრთელო კარიერის დანარჩენ პერიოდს, ის მას ისეთ გუნდებში აქვს გატარებული, როგორებიც რომა, მარსელი, ლიონი და სხვები არიან.