"ეს დეტალი გაცილებით მეტ თავდაჯერებას გვაძლევს" - ხვიჩა კვარაცხელია ივნისის მატჩებამდე » სპორტის ხაზი

"ეს დეტალი გაცილებით მეტ თავდაჯერებას გვაძლევს" - ხვიჩა კვარაცხელია ივნისის მატჩებამდე

"ეს დეტალი გაცილებით მეტ თავდაჯერებას გვაძლევს" - ხვიჩა კვარაცხელია ივნისის მატჩებამდე
14-06-2023, 22:19
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ივნისის მატჩების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა, გთავაზობთ მას:

"ამ შეხვედრებისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. ეროვნულ გუნდში ფეხბურთელები კარგ ფორმაში იმყოფებიან. ბევრი მათგანი ნაკრებში თასით ხელში მოდის, ჩემპიონობის გემო საკლუბო დონეზე ბევრმა მათგანმა გამოსცადა, რაც ნაკრებს კიდევ უფრო დიდ თავდაჯერებას აძლევს."

"კვიპროსის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის ბოლომდე ვიხარჯებით და გვსურს, რომ საკუთარი თავები საუკეთესოდ წარმოვაჩინოთ. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში 3 ქულის აღებას შევძლებთ, რაც შოტლანდიასთან ფსიქოლოგიურად დაგვეხმარება."
- ხვიჩა კვარაცხელია

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები კვიპროსის წინააღმდეგ 17 ივნისს გასვლაზე ითამაშებს, 20 რიცხვში კი შოტლანდიას გლაზგოში შევხვდებით.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი