ნაპოლიმ კიმის შემცვლელს ფეინოორდში მიაგნო | ვინ არის დევიდ ჰანკო? » სპორტის ხაზი

ნაპოლიმ კიმის შემცვლელს ფეინოორდში მიაგნო | ვინ არის დევიდ ჰანკო?

ნაპოლიმ კიმის შემცვლელს ფეინოორდში მიაგნო | ვინ არის დევიდ ჰანკო?
14-06-2023, 14:02
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, 2023/2024 წლების სეზონის დაწყებამდე ნაპოლიდან წასვლის ყველაზე მეტი შანსი კიმ მინ-ჯეს აქვს, რომლითაც როგორც მანჩესტერ იუნაიტედი, ისე პარი სენ-ჟერმენია დაინტერესებული.

სწორედ ამის გამო დაიწყო აურელიო დე ლაურენტისმა კორეელი ფეხბურთელის შემცვლელის ძიება, რომელსაც მან ნიდერლანდების ჩემპიონატში, კერძოდ ფეინოორდის შემადგენლობაში მიაგნო.

საქმე ეხება 25 წლის სლოვაკ ფეხბურთელს, დევიდ ჰანკოს, რომელმაც ფეინოორდში სულ რაღაც ერთი სეზონი გამართა და როგორც ჩანს, დე ლაურენტისის ყურადღების მიპყრობა უკვე მოახერხა. ამ ფეხბურთელმა როტერდამელთა მაისურით შიდა ჩემპიონატში 31-ჯერ ითამაშა, 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი მიითვალა.

დევიდ ჰანკო ფეინოორდამდე პრაღის სპარტაში 4 წლის განმავლობაში თამაშობდა, იქამდე კი ფიორენტინასა და ჟილინაში გატარებული პერიოდი იყო. ახალგაზრდა სლოვაკი მცველის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 20 მილიონი ევროა. საგულისხმოა, რომ ნაპოლი მასში 18 მილიონის გადახდას აპირებს, ნიდერლანდელები კი 5-ით მეტს, 23 მილიონს ითხოვენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი