ნაპოლის პორტუგალიელ განაპირა მცველს, მარიო რუის კლუბში არც ისე კარგი სიტუაცია უდგას, რადგან ის გრძნობს, რომ მწვრთნელის ცვლილება მისთვის კარგს არაფერს მოიტანს და პირიქით, სათამაშო დროს უფრო შეუმცირებს.
სწორედ ამიტომ, სანამ ნაპოლიში ახალი მწვრთნელი დაინიშნება, რუი იქამდე ცდილობს, რომ ნაპოლის ბოსებისგან კითხვებზე პასუხები მიიღოს.
პორტუგალიელის სურვილია გაიგოს, იქნება თუ არა ახალ პროექტში მატიას ოლივერა მასზე აღმატებული პრიორიტეტების მქონე მოთამაშე, რომელიც უფრო მეტ სათამაშო დროს მიიღებს.
თუ რუი გაიგებს, რომ ნაპოლი სათადარიგო ფეხბურთელად მოიაზრებს, მაშინ პორტუგალიელი კლუბიდან წასვლას გადაწყვეტს.