VIDEO: კვარა, ოსიმენი და სხვები | სერია A-ს წლის გუნდი ოფიციალურად დასახელდა » სპორტის ხაზი

VIDEO: კვარა, ოსიმენი და სხვები | სერია A-ს წლის გუნდი ოფიციალურად დასახელდა

VIDEO: კვარა, ოსიმენი და სხვები | სერია A-ს წლის გუნდი ოფიციალურად დასახელდა
3-06-2023, 12:15
Aa Aa
გაზიარება:

იტალიის ჩემპიონატის 2022/2023 წლების სეზონის საუკეთესო გუნდი არაერთმა ცნობილმა გამოცემამ შეადგინა, თუმცა ყველა სერია A-ს ოფიციალურ XI-ს ელოდა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოლიდან საუკეთესო თერთმეტეულში არაერთი ფეხბურთელია შეყვანილი, ესენი ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ-ჯე, ვიქტორ ოსიმენი და ხვიჩა კვარაცხელია არიან. საგულისხმოა, რომ ბევრი ადამიანი ამავე სიაში სტანისლავ ლობოტკას სახელსაც ელოდა, თუმცა მან ორთაბრძოლა ნიკოლო ბარელასთან, ადრიენ რაბიოსთან და სანდრო ტონალისთან დათმო, - იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო გუშინ მიიღო, რასაც არაერთი ცნობილი ქართველი სპორტსმენი გამოეხმაურა და კვარას მისალოცი წერილი გაუგზავნა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აქამდე სხვა არცერთ ქართველ ფეხბურთელს არ მოუგია ტოპ 5 ჩემპიონატის წლის საუკეთესო მოთამაშის ჯილდო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი