"კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ადამიანია" - იური სიომინი კვარაზე » სპორტის ხაზი

"კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ადამიანია" - იური სიომინი კვარაზე

"კვარაცხელია ძალიან ნიჭიერი ადამიანია" - იური სიომინი კვარაზე
2-06-2023, 22:08
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ნაპოლის ტალანტი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს ყოველივე მოსალოდნელი იყო, რადგან კვარა სხვა არცერთ ნომინაციაში არ შეუყვანიათ, მისი უპრიზოდ დატოვება კი სრული უტოპია იქნებოდა.

ამ შესანიშნავ მოვლენას იური სიომინი, ხვიჩას ყოფილი დამრიგებელი (რუბინში) ეხმაურება, რომელიც ამბობს, რომ კვარამ ეს ჯილდო დაიმსახურა:

"ხვიჩა თითქმის ყველა შეხვედრაში ანათებდა, ის MVP-ის ჯილდოს დამსახურებული გამარჯვებულია. პირველივე სეზონში ასეთი რამის მიღწევა მხოლოდ მაღალი დონის ფეხბურთელებს შეუძლიათ. ის უბრალოდ უნიჭიერესი ადამიანია."

"ის იტალიაში ჩავიდა და საკუთარი თავი კიდევ უფრო განავითარა, რაც მის შრომისმოყვარეობაზე მიუთითებს."
- თქვა რუსმა სპეციალისტმა


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი